ღაზის ქალაქ ხან-იუნისის საავადმყოფოებთან, ინტენსიური ბრძოლები გრძელდება

29 იანვარი 2024, 10:33 421 ნახვა

ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისის საავადმყოფოებთან, ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.  სამხრეთ ლიბანში ისრაელის არმიამ "ჰეზბოლას" სამიზნეები დაბომბა. ირანის მიერ მხარდაჭერილმა გასამხედროებულმა ჯგუფმა გახსნა საპასუხო ცეცხლი.

ებრაელმა დემონსტრანტებმა ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებს, კერემ შალომის გადასასვლელის გავლით, ღაზაში შესვლის უფლება არ მისცეს. მათ მძევლების გათავისუფლებას მოითხოვეს.

ამავე დროს, საფრანგეთი შეუერთდა დასავლეთის სხვა ქვეყნებს და გაერო-ს დახმარების მთავარ სააგენტოს ღაზაში დაფინანსება შეუჩერა.

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელთან ომის დაწყებიდან 26 422 ადამიანი დაიღუპა და 65 087 კი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში