უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კორუმპირებული სამხედრო მაღალჩინოსნები ამხილა

29 იანვარი 2024, 10:26 433 ნახვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოავლინა კორუფციული სქემა ქვეყნის სამხედროების მიერ 40 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის შეძენისას.  უსაფრთხოების სამსახურმა  გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომლებზეც აღბეჭდილია რეიდები.

გამოძიების შედეგად გამოვლინდნენ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები და იარაღის მიმწოდებელი კომპანიის მენეჯერები, რომლებმაც მოიპარეს დაახლოებით 1,5 მილიარდი გრივნა ჭურვების შეძენისას.  

ჭურვების შესახებ კონტრაქტი  ლვოვის არსენალთან 2022 წლის აგვისტოში, ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ დაიდო  და გადახდა განხორციელდა წინასწარ, გარკვეული თანხები საზღვარგარეთ გადაირიცხა, მაგრამ იარაღი არ მიუღიათ.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მოპარული თანხები ამოღებულია და თავდაცვის ბიუჯეტში დაბრუნდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში