საკალათბურთო „ოლ სტარში“ ქართველმა კალათბურთელებმა ლეგიონერების გუნდს მოუგეს 

29 იანვარი 2024, 09:40 388 ნახვა

„თბილისი არენაზე“ გაიმართა საკალათბურთო სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩი. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ლეგიონერებისა და ქართველი კალათბურთელების გუნდები. მატჩი ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით 147:131 დასრულდა. 24 ქულით შეხვედრის ბომბარდირი გახდა „ქუთაისის“ კალათბურთელიდავით ლომიძე. იგი სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა და სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ლეგიონერთა შორის კი ყველაზე მეტი „ორბის“ წარმომადგენელმა რაიან ჰოლანდმა ჩააგდო – 24 ქულა. ჩატენვების კონკურსში „ბათუმის“ კალათბურთელმა ჰანტერ ბუდიმ გაიმარჯვა.

სამქულიანების კონკურსის ფინალში ორი კალათბურთელი იყო – თსუ-ელი ტაირი ბოიკინი და ორბელი ჯეი ნეიგლი. ჩემპიონი  ნეიგლი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში