გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი ლიგა ენდესაში

29 იანვარი 2024, 09:50 433 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-20 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „მურსიას“ შეხვდა და 75:73 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი შერმადინმა „ტენერიფეს“ რიგებში მოედანზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა.

ამ მომენტისთვის „ტენერიფე“ ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში 11 გამარჯვებითა და 9 მარცხით მეექვსე ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ გიორგი ესპანეთის ჩემპიონატში იანვრის თვის MVP-დ დაასახელეს.

მან ეს ჯილდო კარიერაში მეთორმეტედ მოიგო და ყველაზე მეტად ავქს მოგებული ლიგა ენდესას ისტორიაში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში