განგვონი-2024: მოკლე პროგრამის შემდეგ ინგა გურგენიძე მე-7 ადგილზეა

29 იანვარი 2024, 12:19 391 ნახვა

სამხრეთ კორეულ განგვონში ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეცხრე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ღირსებას 14 წლის მოციგურავე, ინგა გურგენიძე იცავდა, რომელმაც ძალები მოკლე პროგრამაში მოსინჯა.

18 მონაწილეთა შორის ინგა ბოლოს გამოვიდა და მსაჯების მხრიდან 57.99-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რის შედეგადაც მე-7 ადგილზე გავიდა. ქართველი მოციგურავე შედეგის გაუმჯობესებას 30 იანვარს, თავისუფალ პროგრამაში შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ფიგურულ ციგურაობაში იუნიორ ვაჟთა მოკლე პროგრამაში უკვე იასპარეზა კონსტანტინე სუპატაშვილმა, რომელიც მე-10 ადგილს იკავებს. ვაჟთა თავისუფალი პროგრამა 29 იანვარს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში