ვითარება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის გარშემო

29 იანვარი 2024, 20:22 519 ნახვა

პროტესტიდან მეხუთე დღეს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილი სამართლებრივ დავას იწყებს. ექიმების საორგანიზაციო ჯგუფი სასამართლოში სარჩელს შეიტანს მოთხოვნით - გაუქმდეს კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაცია. ამასთან ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროოს დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც უწყებამ გადაწყვიტა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაანგრიოს და ახალი ააშენოს. აქციის მონაწილეები იმ კვლევასაც ითხოვდნენ, რომლის საფუძველზეც შენობის ავარიულობაზე დასკვნა დაიდო. პარალელურად კი ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში