ქართველი ტაეკვონდისტები ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირისთვის ყაზახეთში ემზადებიან

30 იანვარი 2024, 10:01 451 ნახვა

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრების ორი სპორტსმენი ზურაბ კინწურაშვილი და ბექა ქავთარაძე ყაზახეთში ადგილობრივი ეროვნული ნაკრების, ასევე ინდოეთის და ეგვიპტის ეროვნული ნაკრებების უძლიერეს სპორტსმენებთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან.

აღნიშნული შეკრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მარტში დაგეგმილია 2024 წლის პარიზის ზაფხული ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი, რომელშიც ორივე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში