ჰონგ კონგი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონს ამკაცრებს

30 იანვარი 2024, 09:01 364 ნახვა

ჰონგ კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ უსაფრთხოების შესახებ უფრო მკაცრი კანონმდებლობის მიღებას აპირებს, რომელიც 2020 წელს ჰონგ კონგისთვის პეკინის მიერ დაწესებულ რეგულაციებს დაეყრდნობა.

ბიზნესმენები, დიპლომატები და მეცნიერები ყურადღებით ადევნებენ თვალს მოვლენებს და ამბობენ, რომ ახალმა კანონმა, რომელიც მიმართულია ჯაშუშობის, სახელმწიფო საიდუმლოების და საგარეო გავლენის წინააღმდეგ, შესაძლოა დიდი გავლენა  იქონიოს მსოფლიო ფინანსურ ცენტრზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში