აჭარის  ტელევიზიისა  და  რადიოს  მონიტორინგის  შედეგები  

14 მარტი 2017, 00:00 4083 ნახვა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობა შეაფასა.   კვლევის ავტორებმა აღნიშნეს გასული სამი წლის განმავლობაში ხელისუფლების  წარმომადგენლების მხრიდან შეინიშნებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევის მცდელობები თუმცა ეს მცდელობა არ იყო ხისტი  ხასიათის. ანგარიშში ძირითადად წლების განმავლობაში მაუწყებლის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები განიხილეს,  მათ შორის ნეპოტიზმი, სამსახურში გამოცხადების აღრიცხვიანობა,  ხელფასების სამართლიანად განაწილების პრობლემა, ტელევიზიის გამოუსადეგარი შენობა.  შეხვედრაზე ითქვა,  რომ პროგრამული პრიორიტეტების შედგენა არ პასუხობდა მოსახლეობის მოთხოვნებს. გამოკვეთილი იყო ხარვეზები ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის ასევე შესყიდვების განხორციელების პროცესში აქცენტი გაკეთდა მრჩეველთა საბჭოსა და დირექტორს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტურ ურთიერობაზე,  რაც კვლევის  ავტორების აზრით,  აფერხებდა მაუწყებლის განვითარებას.

ამავე კატეგორიაში