საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

30 იანვარი 2024, 20:39 813 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ცნობილია.

  • 55 კგ - ნუგზარ წურწუმია;
  • 60 კგ - ფრიდონ აბულაძე:
  • 63 კგ - ლერი აბულაძე;
  • 67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე;
  • 72 კგ - გიორგი ჩხიკვაძე;
  • 77 კგ - იური ლომაძე;
  • 82 კგ - გელა ბოლქვაძე;
  • 87 კგ - აჩიკო ბოლქვაძე;
  • 97 კგ - რობერტ კობლიაშვილი;
  • 130 კგ - იაკობ ქაჯაია.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინა მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებას გორში გადის.

ქართულ განაცხადშია ნაკრების ლიდერი - ევროპის 2-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი ლერი აბულაძე (63 კგ), რომელიც ზედიზედ მეორედ, ევროპირველობაზე მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სამი დებიუტანტია - დიეგო ჩხიკვაძეს, გიორგი ჩხიკვაძესა და აჩიკო ბოლქვაძეს ამ რანგის შეჯიბრებაზე აქამდე მხოლოდ ასაკობრივი ნაკრებების რიგებში უჭიდავიათ. 

ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 12 თებერვალს დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში