პოლონეთში სახლების ძარცვის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

31 იანვარი 2024, 10:19 576 ნახვა

პოლონეთში სახლების ძარცვის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულები, რომლებიც 44, 29 და 28 წლის მამაკაცები არიან, პოლონეთში ერთი წლის განმავლობაში ძარცვავდნენ სახლებს და მათ მიერ მიყენებული ზარალი მილიონ ზლოტს აჭარბებს.

დაკავებულებს ბრალი 48 საქმეზე აქვთ წაყენებული. პოლონური მედია იუწყება, რომ პოლიცია აღნიშნული ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის დაკავებას ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა.

დაკავებულები სასამართლოს მოლოდინში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში