აშშ იორდანიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს - პენტაგონი

31 იანვარი 2024, 09:26 383 ნახვა

პენტაგონმა ირანთან დაკავშირებული ორგანიზაციის  კატაიბ ჰეზბოლას განცხადებასთან დაკავშირებით პირდაპირ კომენტარზე უარი  თქვა.  შეიარაღებულმა დაჯგუფებამ  რეგიონში აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ ყველა სამხედრო ოპერაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. 

პენტაგონის პრესსპიკერმა, აღნიშნა, რომ უკვე განხორციელდა სამი თავდასხმა რეგიონში აშშ-ს ძალებზე მას შემდეგ, რაც 28 იანვარს დრონებით თავდასხმა მოხდა იორდანიაში ბაზაზე, რომლის შედეგად დაიღუპა სამი ჯარისკაცი და დაშავდა 40-ზე მეტი. 

რაიდერის თქმით, მომხდარს აშშ-ის მხრიდან საპასუხო მოქმედება აუცილებლად მოჰყვება.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში