კოლეგის სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში ბრალდებულ პედაგოგს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

31 იანვარი 2024, 12:59 414 ნახვა

კოლეგის შევიწროებაში ბრალდებულ პედაგოგს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ გამოიყენა, მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

ბრალდებულის განცხადებით, საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება და მის წინააღმდეგ ცილისწამება მისი თანამდებობის მიმართ სხვის ინტერესს უკავშირდება. ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

საქმე ეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტს. სკოლის პედაგოგი მისსავე კოლეგას სექსუალურ შევიწროებასა და დევნაში ადანაშაულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში