იტალია უნგრეთში მისი მოქალაქის უფლებების დარღვევას აპროტესტებს

31 იანვარი 2024, 14:01 461 ნახვა

იტალიამ  უნგრეთი  დაკავებული იტალიელი ქალის  მოპყრობის   გამო გააკრიტიკა.  ბუდაპეშტის სასამართლო დარბაზში ულტრამემარჯვენე ბოევიკებზე ანტიფაშისტურ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული  39 წლის იტალიელი  ილარია სარისი ხელ-ფეხ ბორკილებდადებული და წელზე ჯაჭვშემორტყმული შეიყვანეს.    

პრემიერ-მინისტრმა  ჯორჯია მელონიმ, რომელიც უნგრელ კოლეგას  ხუთშაბათს ევროკავშირის სამიტზე უნდა შეხვდეს, ტელეფონით ესაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ავტონომიის სრული პატივისცემით, - აცხადებენ იტალიის  პრემიერის ოფისში.

ილარია სარისს, რომელიც მილანის მახლობლად დაწყებითი სკოლის მასწავლებლად მუშაობს, ბრალად ედება  გასული წლის  თებერვალში ბუდაპეშტში ანტიფაშისტი აქტივისტების ჯგუფის მიერ ორ ულტრამემარჯვენე ბოევიკზე  თავდასხმაში  მონაწილეობა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში