უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება - ბორელი

31 იანვარი 2024, 14:08 425 ნახვა

უკრაინას მეტი საბრძოლო მასალა სჭირდება - აცხადებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი.  ამის შესახებ მან ჟურნალისტებს  ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის წინ განუცხადა.

მინისტერიალზე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ იმსჯელებენ. 

ბორელს იმედი აქვს, რომ შეხვედრაზე გადაწყდება, თუ რომელი წევრი ქვეყანა ჩაუდგება სათავეში ევროკავშირის მომავალ მისიას წითელ ზღვაში გემების დასაცავად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში