გამოკითხვა სუს-ში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე

31 იანვარი 2024, 15:04 525 ნახვა

დილიდან, სუსში გამოკითხვაზეა ''ალტ-ინფოსთან''  დაკავშირებული  ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე.  ჩხრეკა მის სახლში დღეს დილით დაიწყო, ამოღებულია კომპიუტერული და  ელექტრონული ტექნიკა.  გამოძიება 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის  შესახებ  ცრუ  შეტყობინებას  გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების  განხორციელებასთან. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“,  „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.

სუსის ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება და ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით  გამოიკითხება.  

''ალტ-ინფოში'' ვარდოსანიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს პოლიტიკურ რეპრესიებს უწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში