ბათუმში „თეგეტა-აკადემია“ გაიხსნა

31 იანვარი 2024, 18:10 615 ნახვა

„თეგეტა აკადემიამ“, შპს „ტრანსფორდთან“ პეის ჯგუფი პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით, პროექტი წარადგინა. „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა, USAID-ს წარმომადგენლებმა, განათლების მინისტრმა და ადგილობრივი მთავრობის წევრებმა მიიღეს. პროექტის ფარგლებში შპს „ტრანსფორდთან“ და USAID-ის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობით, „თეგეტა აკადემია“ ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს. აღნიშნული პარტნიორობა ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებად დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში