რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

31 იანვარი 2024, 18:56 372 ნახვა

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები  გაცვალეს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში დაბრუნდა 207 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 195 გათავისუფლებული სამხედროს შესახებ იუწყება და ამტკიცებს, რომ უკრაინასაც 195 ტყვე გადასცეს.

როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც კუნძულ ზმეინიზე იმყოფებოდნენ, ასევე ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის და ხერსონის მიმართულებებზე.

კიევში არ დაუკონკრეტებიათ იმ ტყვეთა რაოდენობა, რომლებიც რუსეთს გადაეცა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს, მას შემდეგ, რაც ბელგოროდთან რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ შედეგად 65 უკრაინელი ტყვე დაიღუპა, რომელთა გაცვლაც იყო დაგეგმილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში