ღაზის სექტორის სამხრეთით, ისრაელმა ინტენსიური ცეცხლი გახსნა

01 თებერვალი 2024, 10:19 549 ნახვა

ღაზის სექტორის სამხრეთით, ალ-ამალის საავადმყოფოსთან, ისრაელმა ინტენსიური ცეცხლი გახსნა. ნასერისა და ალ-ამალის საავადმყოფოები, რამდენიმე დღეა, ალყაშია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში მოქმედი გაერო-ს დახმარების სააგენტო სხვა დახმარების ჯგუფებმა უნდა შეცვალოს.

მსხვილმა დონორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს დაფინანსება მას შემდეგ შეუჩერეს, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ სააგენტოს 12 თანამშრომელი 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.

გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დონორებს დაფინანსების აღდგენისკენ მოუწოდა.

ომის დაწყებიდან, ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად, 27 ათასი ადამიანი დაიღუპა და 66 ათასი დაიჭრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში