„ჯვაროსნები“ ივნისში მონტენეგროსთან ტესტ-მატჩს გამართავენ 

01 თებერვალი 2024, 11:01 414 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი პოდგორიცას ესტუმრება და სტადიონ „გრადსკიზე“ მონტენეგროს დაუპირისპირდება. ამ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2024 წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 21 მარტს გამართავს.

ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებს დინამო არენაზე უმასპინძლებს.

გამარჯვების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, რომელიც 26 მარტს გაიმართება. გადამწყვეტ მატჩს საქართველო-ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებული უმასპინძლებს, მეტოქე კი საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესი იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში