ხვალ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა განახლდება

01 თებერვალი 2024, 10:03 450 ნახვა

ზამთრის შესვენების შემდეგ ხვალ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა განახლდება. მეორე წრის პირველ შეხვედრაში „ბათუმი“ გურჯაანის „დელტას“ უმასპინძლებს, რომელიც ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში 17 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება თსუ-ს.

რაც შეეხება „ბათუმს“, ბუბა ბერიშვილის გუნდს ხუთი მოგება და ხუთი მარცხი აქვს, 15 ქულით ცხრილის მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. სატრანსფერო სეზონის დროს „ბათუმს“ ამერიკელი გამთამაშებელი მაიკ ალმონასი შემოუერთდა.

გუნდი მზადაა იბრძოლოს ჩემპიონობისთვის და საქართველოს თასისთვის. „ბათუმი“ საქართველოს თასის მეოთხედფინალში „მარგვეთს“ დაუპირისპირდება. სუპერლიგის მატჩი კი „ბათუმსა“ და „დელტას“ შორის ხვალ გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში