ბუენოს-აირესში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

01 თებერვალი 2024, 09:04 497 ნახვა

ბუენოს-აირესში კონგრესის შენობის წინ  დემონსტრანტები და სპეცრაზმი ერთმანეთს შეეტაკნენ მაშინ, როდესაც კანონმდებლები  ეკონომიკური რეფორმის კანონპროექტს განიხილავდნენ, რომელიც ცნობილია ასევე როგორც "ყოვლისმომცველი კანონპროექტი".

პოლიციამ პროტესტის დასაშლელად  წიწაკის სპრეი გამოიყენა და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

არგენტინის ქვედა პალატა ოთხშაბათს განიხილავდა ლიბერტარიანელი პრეზიდენტის ხავიერ მილეის მიერ წარდგენილ კანონპროექტს სამხრეთ ამერიკის ქვეყნის ეკონომიკის გადახედვის მიზნით, რომელიც კრახს განიცდის საგარეო  ვალის მაღალი წილისა და  200%-იანი  ინფლაციის გამო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში