რუსეთმა დრონის გამოყენებით ხარკოვის საავადმყოფო დაბომბა

01 თებერვალი 2024, 09:44 400 ნახვა

უკრაინის ხელისუფლება  აქვეყნებს  ფოტოებს, რომლებზეც, მათი თქმით, წინა დღეს ხარკოვის საავადმყოფოზე რუსეთის დრონებით  თავდასხმის შედეგია ასახული. თავდასხმის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი.შემთხვევის ადგილიდან  38 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში საავადმყოფოს შენობა მნიშვნელოვნად დაზიანებულია. ხარკოვის ეროვნული პოლიციის სამხარეო განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ  ერთი ბომბი პირდაპირ  საავადმყოფოს ადგილობრივი დროით 21:45 საათზე მოხვდა,  მეორე კი მის შორიახლოს ჩამოვარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში