“ლელო” აბუსერიძის ქუჩაზე ახალაშენებული სკვერის დაშლას აპროტესტებს

01 თებერვალი 2024, 11:05 645 ნახვა

აბუსერიძის 23 ნომერში  მდებარე  ის  საბავშვო ატრაქციონები  და  სკვერი  დაანგრიეს,  რომელთა   მოსაწყობადაც   გასულ წელს ბათუმის  მერიამ  დაახლოებით  120  000-მდე ლარი  დახარჯა.

საბავშვო სივრცის მიმდებარედ ერთ-ერთი ავარიული სახლის  დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის ნაცვლადაც პარტია  ლელოს წევრების განცხადებით, 40  სართულიანი  კორპუსის  აშენებას  ''ქართული ოცნების'' შემომწირველი კომპანია  გეგმავს და  სკვერის ტერიტორია საპარკინგე ზონად სჭირდება.

ლელოს წევრები  ბათუმის მერიას  ბიუჯეტის თანხების  არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ, მერიაში  კი  ატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.

გვითხრეს, რომ  საკითხზე წერილობით  ინფორმაციას თავად ,,ლელოს“ წარმომადგენლებს მიაწოდებდნენ.   

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში