გეოლოგებმა ხულოს ორ სოფელში მეწყრული პროცესების შესწავლა დაასრულეს

01 თებერვალი 2024, 11:11 491 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, პაქსაძეებსა და გელაძეების დამაკავშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესები გეოლოგებმა შეისწავლეს, სპეციალისტების დასკვნების მიხედვით აღნიშნულ ლოკაციებზე გადაადგილება  ამ ეტაპზე საფრთხის შემცველია.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ დამეწყრილ ტერიტორიებზე აღდგენითი სამუშაოების დაწყება შეუძლებელია, ვინაიდან მეწყრული პროცესების განმეორების საფრთხე  არსებობს.   

ცნობისთვის, სოფლებში მეწყერი 18 იანვარს განვითარდა.

ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ ჯერ სპეციალისტებისგან მათ დოკუმენტი არ ჩაუბარებიათ. შესაბამისად ვერ აკონკრეტებენ როგორი იქნება მომდევნო ნაბიჯები.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში