პარლამენტში ირაკლი კობახიძეს გიორგი ბარვენიშვილი ჩაანაცვლებს

01 თებერვალი 2024, 16:46 508 ნახვა

საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, ირაკლი კობახიძეს გიორგი ბარვენიშვილი ჩაანაცვლებს. 

საკანომდებლო ორგანოში ერთი დეპუტატის ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად  წარადგინეს და გიორგი ბარვენიშვილი პარლამენტში სწორედ აღნიშნულის შედეგად გამოთავისუფლებულ ადგილს დაიკავებს.

ბარვენიშვილი მმართველი პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში 71-ე იყო.

რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრობის გამო გამოთავისუფლებულ საპარლამენტო მანდატს, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განმარტა, ჩიქოვანი მაჟორიტარული სიით იყო არჩეული, საარჩევნო წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება, შესაბამისად ზუგდიდი წელს მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში