უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

01 თებერვალი 2024, 20:56 440 ნახვა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისინი აღმოსავლეთ ფრონტზე 2014 წლიდან იბრძოდნენ.

„აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“, –წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში