შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის

02 თებერვალი 2024, 11:52 539 ნახვა

საბერძნეთში განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის,კონსერვატიულმა მთავრობამ შეიმუშავა განათლების რეფორმის კანონპროექტი, რათა კარი გაუღოს იმ დაწესებულებებს, რომლებიც, მისი თქმით, იმუშავებენ როგორც უცხოური უნივერსიტეტების ფილიალები. „როიტერის“ ცნობით, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი ცუდად იმოქმედებს საბერძნეთის საჯარო უნივერსიტეტების ხარისხზე და კიდევ უფრო შეამცირებს საჯარო განათლებისთვის სახელმწიფო დაფინანსებას.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში