ნორვეგიაში ქარიშხლის გამო განგაშია გამოცხადებული

02 თებერვალი 2024, 11:53 410 ნახვა

ნორვეგიაში ქარიშხალ „ინგუნის” გამო განგაში გამოცხადდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, გათიშულია ელექტროენერგია, გაუქმდა ავიარეისები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არსებობს ზვავსაშიშროების რისკიც. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ნორვეგიის მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ღამით ნორვეგიაში ქარის საშუალო სიჩქარის ახალი რეკორდი დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში