დავით ნინიაშვილი რაგბი ევროპის სასტარტო მატჩებს ტრამვის გამო გამოტოვებს

02 თებერვალი 2024, 11:55 593 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით ნინიაშვილი მოახლოებული რაგბი ევროპის ჩემპიონატის საწყის ორ მატჩს გამოტოვებს. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მიზეზი მცირე ტრავმაა, თუმცა, ფრანგული „ლიონის“ უკანახაზელი ბორჯღალოსნების შეკრებას არ ტოვებს და რეაბილიტაციას გუნდთან ერთად გაივლის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შეჯიბრში 4 თებერვალს გერმანიასთან გასვლითი მატჩით ჩაებმება, შემდეგი ორი თამაში კი თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზეა ელის: 10 თებერვალს – ნიდერლანდებთან და 17 თებერვალს – ესპანეთთან. ნახევარფინალები 2-3 მარტს ჩატარდება, ფინალი კი 17 მარტს პარიზში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში