სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

02 თებერვალი 2024, 12:10 525 ნახვა

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური (კერძოდ, სხეულის რენტგენო ინსპექტირების მოწყობილობით) დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 610 გრამი) გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 67 447.12 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში