სასამართლომ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - იგი საკუთარ სახლში დააკავეს

02 თებერვალი 2024, 15:16 509 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. იგი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს.

როგორც ფერაძე აღნიშნავს, ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

გამოძიება მას ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა. საგამოძიებო უწყებაში საქმის წარმოება 166-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ფერაძის მიერ სამების საკათედრო ტაძარში წმიდა მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმას, რომლის ამსახველი ვიდეოც ფერაძემ 9 იანვარს გაავრცელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში