პირველი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა, მხოლოდ, ადრესატის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი 

02 თებერვალი 2024, 16:24 598 ნახვა

პირველი მარტიდან, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები ხდება, მხოლოდ, იმ პირის თანხმობით, ვისაც ინფორმაცია ეგზავნება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი პირველი მარტიდან ამოქმედდება. ახალი კანონი, რომელიც პარლამენტმა 2023 წლის მარტში მიიღო, ეტაპობრივად შედის ძალაში.

ცვლილების თანახმად, პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამამუშავებელი ვალდებული იქნება, შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.

პირველი ივნისიდან ძალაში შევა ვალდებულებები სხვა მიმართულებითაც. ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე, კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციებიც. სანქციის ოდენობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განსაზღვრავს. ჯარიმის ზედა ზღვარი 20 000 ლარია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში