აშშ-მა სირიასა და ერაყში საჰაერო იერიშები დაიწყო

03 თებერვალი 2024, 10:18 467 ნახვა

სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში მძიმდება - გაჩნდა ახალი ცხელი წერტილები - აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო იერიშები მიიტანა. „პასუხის გაცემა დღეს დავიწყეთ'' - აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით მოქმედება დაწყებულია.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს კონფლიქტის დაწყება არც ახლო აღმოსავლეთში და არც მსოფლიოს სხვა ნაწილში სურს, მაგრამ ამერიკელებზე განხორციელებული თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თქმით, სირიასა და ერაყში ავიაიერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განხორციელდა. მათ შორის სამეთაურო, საკონტროლო და სადაზვერვო ცენტრებზე. ასევე, იარაღის საწყობებზე.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად ირანის მიერ მხარდამჭერი 13 მებრძოლი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას იორდანიაში განხორციელებული თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, დაშავდა 34.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში