ვოლგოგრადში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

03 თებერვალი 2024, 12:51 500 ნახვა

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში, ერთ-ერთ, უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნავთობპროდუქტები 300 კვ.მ ფართობზე დაიწვა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ამჟამად, ხანძარი სრულადაა ლიკვიდირებული.

„ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკა“ რუსეთის სამხრეთის ფედერალურ ოლქში ნავთოპროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელია.

ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძარი საწარმოში დრონის ჩამოვადნის შედეგად გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კიევმა ბელგოროდის, ვოლგოგრადისა და როსტოვის ოლქებს დრონებით შეუტია. მათივე ცნობით, რუსეთის საჰაერო ძალებმა 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში