აშშ-ის მიერ საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა - ერაყის პრემიერი

03 თებერვალი 2024, 17:09 444 ნახვა

ერაყის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა - ამის შესახებ განცხადებას ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისი ავრცელებს.

ერაყის მთავრობა აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშებს გმობს. ცნობისთვის, დღეს, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თქმით, სირიასა და ერაყში ავიაიერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განხორციელდა. მათ შორის სამეთაურო, საკონტროლო და სადაზვერვო  ცენტრებზე. ასევე, იარაღის საწყობებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში