რუსეთის ომს უკრაინაში 522 ბავშვი ემსხვერპლა - უკრაინის გენერალური პროკურატურა

03 თებერვალი 2024, 18:29 446 ნახვა

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 522 ბავშვი დაიღუპა, 1739-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში დაშავდა. მონაცემები საბოლოო არ არის. აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში