ფესტივალი „გიზ-გიზი“ გუდაურში

04 თებერვალი 2024, 11:04 479 ნახვა

საქართველოს სათხილამურო კურორტზე გუდაურში 3-დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი" იმართება. ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა სახის გასართობ აქტივობებს და გათვლილია როგორც უფროს, ასევე უმცროსი თაობის წარმომადგენლებისთვის.

ფესტივალი გიზ-გიზის მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაციაა.

ფესტივალი გუდაურში დღეს დასრულდება, რის შემდეგადაც 3 დღიანი პროგრამით, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში