ოკუპანტების შეტევა სუმის ოლქზე

04 თებერვალი 2024, 10:55 486 ნახვა

საჰაერო თავდასხმები გრძელდება უკრაინაშიც, აგრესორი აგრძელებს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს.  ავიადარტყმები იყო ხერსონის ცენტრშიც, სადაც 17 წლის ბიჭი და 73  წლის ქალი დაშავდნენ. ორივე ჰოსპიტალიზებულია.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროს კონსოლიდაციის შენარჩუნება და რუსეთის დამარცხება. მისი თქმით, ევროპული სახელმწიფოების გუნდებთან მუშაობა გრძელდება უკრაინის გაძლიერების, თავდაცვის ახალი პაკეტების მიღების და უსაფრთხოების გასაძლიერებლად ახალი გადაწყვეტილებების  მიზნით. 

Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინი ხელისუფლებამ თეთრ სახლს შეატყობინა, რომ მთავარი სამხედრო მეთაურის ვალერი ზალუჟნის გადაყენებას გეგმავს.

როგორც გამოცემა წერს, გენერალ ვალერი ზალუჟნის გადაყენება, რომელსაც პრეზიდენტთან რიგ საკითხებზე კონფლიქტი ჰქონდა, მოჰყვება უკრაინის გასული წლის კონტრშეტევას, რამაც ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი დაბრუნება ვერ უზრუნველყო.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში