5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით 

04 თებერვალი 2024, 13:08 1070 ნახვა

5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე, საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად, თოვლის სახით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე კი, 6 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.

"დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

სინოპტიკოსების პროგნოზითვე, 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში