ჩვენი მთავარი მიზანი „ჰამასის“ ლიკვიდაციაა - ბენიამინ ნეთანიაჰუ

04 თებერვალი 2024, 17:51 474 ნახვა

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მთავარი მიზანი „ჰამასის“ ლიკვიდაციაა.

"მინდა, მკაფიოდ განვაცხადო ჩვენი პოლიტიკა - ჩვენი მთავარი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, „ჰამასის“ ლიკვიდაციაა", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

 

ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ ისრაელი არ დაასრულებს ომს მანამ, სანამ არ შესრულდება მისი ყველა მიზანი : „ჰამასის“ ლიკვიდაცია, ყველა მძევლის დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში