კვარაცხელიას გოლით „ნაპოლიმ“ „ვერონა“ დაამარცხა 

05 თებერვალი 2024, 11:05 482 ნახვა

სერია A-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „ვერონას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა რომ   0:1-ს აგებდა,  გამარჯვება მაინც მოახერხა.

მატჩის გმირი კი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც 87-ე წუთზე შორეული დარტყმით სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა. 23 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“  35 ქულა დააგროვა და სერია A-ში  მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა, ხვიჩას კი მიმდინარე სეზონში ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

„ნაპოლი“ მომდევნო ტურში, რომელიც 11 თებერვალს გაიმართება, სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში