კალიფორნიაში ყველაზე ძლიერ ქარიშხალს ელოდებიან

05 თებერვალი 2024, 10:08 512 ნახვა
00:00
00:00

ძლიერი შტორმით  დაზარალებულ კალიფორნიას კიდევ ერთი დარტყმა ელოდება. სინოპტიკოსების პროგნოზით,  შტატის უმეტეს ნაწილში  ძლიერი წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი, რომელიც სავარაუდოდ  წყალდიდობას, ღვარცოფს და ელექტროენერგიის გათიშვას გამოიწვევს.  

მაშინ, როცა  ლოს-ანჯელესი  გრემის დაჯოლდოვების ცერემონიისთვის ემზადება,  მოსალოდნელი სტიქიის გამო ეროვნული ამინდის სამსახური  მოსახლეობას  უკიდურესად იშვიათი ქარიშხლის  შესახებ აფრთხილებს.

სანტა ბარბარასა და ლოს-ანჯელესის ადგილობრივმა ხელისუფლებებმა  გამოსცეს განკარგულებები ზოგიერთი რაიონის მოსახლეობის  ევაკუაციის შესახებ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში