თელ-ავივში მძევალთა ნათესავები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ

05 თებერვალი 2024, 10:18 440 ნახვა

თელ-ავივში ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობის წინ ღაზაში ჰამასის ტყვეობაში მყოფი  ისრაელის მოქალაქეების  ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  პარალელურად  პრემიერ- მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტი  მძევლების გათავისუფლების შესახებ შესაძლო შეთანხმების განსახილველად შეიკრიბა.

მძევლების ოჯახის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეჭირათ პლაკატები საყვარელი ადამიანების ფოტოებით და სკანდირებდნენ „ახლა, ახლა“. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ არის  მზად ნებისმიერ ფასად მიაღწიოს შეთანხმებას ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების მიზნით. 

ნეთანიაჰუს ეს განცხადება რელიგიური ნაციონალისტური პარტიების ცენტრისტულ ჯგუფთან, მათ შორის არმიის ყოფილი გენერლების ჩათვლით, დაპირისპირების  შემდეგ გაჟღერდა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პალესტინელებთან ნებისმიერ დათმობას. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში