„იაპონიის ატომური დაბომბვა“ - გამოფენა

05 თებერვალი 2024, 14:08 580 ნახვა

ფოტოგამოფენა სახელწოდებით “იაპონიის ატომური დაბომბვა“ დღეს გაიხსნა ბათუმში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ნაგასაკის მშვიდობის ეროვნული მემორიალური მუზეუმის საარქივო მასალა _ 1945 წლის ფოტოები და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც აღწერს ჰიროსიმასა და ნაგასაკში დაბომბვის შედეგად არსებულ ვითარებას.

ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენის მთავარი გზავნილია მოუწოდონ მსოფლიოს ატომური იარაღის გარეშე მშვიდობიანი სამყაროს შექმნისკენ.  

გამოფენები 13 ქვეყნის 24 ქალაქში გაიმართა.  საქართველოში ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ექსპოზიციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

გამოფენის პარალელურად, გაიმართა იაპონური დამწერლობისა და ორიგამის წეროების, როგორც იღბლისა და მშვიდობის სიმბოლოს დამზადების ვორქშოპი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში