მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოისპოს ნარკოტიკების პრობლემა, ნარკომოვაჭრეების დაკავებები გასამმაგებული და გაოთხმაგებულია - გომელაური

05 თებერვალი 2024, 16:38 517 ნახვა

2020 წელს 71 ნარკომოვაჭრე იყო დაკავებული, დღეს 280-290-ზე ვართ ასულები, ასევე, ნარკოტიკული დანაშაულის მიმართულებით საქმის აღძვრა იყო 3000 ფაქტზე, დღეს 7000-მდე ვართ ასულები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ნარკოტიკებთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოებრივი მხარდაჭერაც.

„მაქსიმალურს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რომ მოისპოს პრობლემა. მსოფლიო პრობლემა არის ეს და არის იაფიანი ნარკოტიკი, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია ახალგაზრდებისთვისაც, სტუდენტებისთვისაც და იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს. შეიძლება, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გავიდეს ახალგაზრდებში,  უნივერსიტეტებში, დამამთავრებელ კლასებში ალბათ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.

მსოფლიო პრობლემა არის იგივე ნარკოტიკების გასაღება ინტერნეტით. ჩამოსულები იყვნენ გერმანის, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრები, უარესი პრობლემებია იქაც და იგივე პრობლემის წინაშე დგანან ისინი, რის წინაშეც ვართ ჩვენც. მარტო კანონის გამკაცრებით ვერ მოხდება, თუ არ მივაშველეთ საზოგადოებრივი და საინფორმაცია კლიპები იქნება თუ ლექციების ჩატარება“, – განაცხადა გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში