ბლინკენი ახლო აღმოსავლურ ტურნეს ეგვიპტეში განაგრძობს

06 თებერვალი 2024, 09:45 412 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში საუდის არაბეთიდან ეგვიპტეში   გაემგზავრა. ბლინკენი საუდის არაბეთის დე-ფაქტო მმართველს შეხვდა. პალესტინელები იმედოვნებენ, რომ ვიზიტისას  ბლინკენი მხარეებს შორის ზავის  დადებას მანამდე მიაღწევს, სანამ ისრაელი სასაზღვრო ქალაქ რაფაჰზე თავდასხმას განახორციელებს, რომელსაც ღაზის სექტორის მოსახლეობის  ნახევარი თავს აფარებს. 

კატარისა და ეგვიპტის შუამავლები,  რომლებმაც  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება ჰამასს გასულ კვირას წარუდგინეს, ბოევიკებისგან პასუხს ელოდებიან. ისინი თავის მხრივ ოთხთვიანი ომის დასასრულებლად  მეტ გარანტიებს მოითხოვენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ბლინკენმა და ტახტის მემკვიდრემ  კრიზისის გრძელვადიანი დასასრულის მისაღწევად რეგიონული კოორდინაცია განიხილეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში