მეწყრული პროცესები ქედაში- დაიღუპა 1 ადამიანი

06 თებერვალი 2024, 18:05 732 ნახვა

60 ლოკაციამდე გაიზარდა ქედაში განვითარებული მეწყრების რაოდენობა. მიწის და ქვის მასა ჩამოწვა საცხოვრებელ სახლებთან. ერთი ადამიანი ემსხვერპლა სოფელ წონიარისში განვითარებულ მეწყერს, სადაც მიწის მასამ საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ქედის მერის ინფორმაციით ამ ეტაპზე 50 ოჯახზე მეტი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში