სტიქიური მოვლენა ქედაში, არის მსხვერპლი

06 თებერვალი 2024, 20:05 995 ნახვა

აჭარაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მიწის და ქვის მასა ჩამოწვა საცხოვრებელ სახლებთან. ერთი ადამიანი ემსხვერპლა სოფელ წონიარისში განვითარებულ მეწყერს, სადაც მიწის მასამ საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ქედის მერის ინფორმაციით ამ ეტაპზე 50 ოჯახზე მეტი, უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.ქედაში იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძე სტიქიის შედეგებს გაეცნო და დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდით სამუშაოები მოინახულა. თავმჯდომარე სოფელ წონიარისშიც იმყოფებოდა სადაც, დღეს მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ქედასა და ხულოში გარდაცვლილ ორი ადამიანის ოჯახის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოუცხადა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში