მაღალმთიან აჭარაში განვითარებული სტიქიის შედეგად 100-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე - მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

07 თებერვალი 2024, 10:10 880 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების, ჩამოწოლილი ზვავის გაწმენდითი სამუშაოები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, მაღალმთიან აჭარაში განვითარებულ სტიქიასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა, მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას.

უხვი ნალექის შედეგად, მაღალმთიან აჭარაში ათეულობით ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესი.

უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი კერებისა და საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ხულოშიც. მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი სამსახურები, საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მობილიზებულია სპეც-ტექნიკა.

დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად მოქმედებს ცხელი ხაზი 551 00 52 72. 

სტიქიის შედეგად ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა 2 ადამიანი. უსაფრთხო ადგილზე უკვე გაყვანილია 100-ზე მეტი ოჯახი.

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პრეცესები განვითარდა, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალურ საავტომობილო გზებზე. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში